ერიკ გარსია: კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ

ერიკ გარსია: კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ მანჩესტერ "სიტის" ესპანელი ლეგიონერი ერიკ გარსია, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არ აპირებს ბრიტანულ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. შეგახსენებთ, არსებული კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს იწურება.

"დიახ, ეს სიმართლეა. კლუბს უკვე შევატყობინე, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებ. მიუხედავად ამისა, მანჩესტერში აუცილებლად დავბრუნდები მას შემდეგ, რაც სანაკრებო შეკრებები დასრულდება. შემდეგ სეზონში მანჩესტერ "სიტის" რიგებში ვაპირებ ყოფნას და საამისოდ ბოლომდე კონცენტრირებული ვარ."-ციტირებს გამოცემა The Sun ერიკ გარსიას სიტყვებს.

19 წლის ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილია. მანჩესტერულ გუნდში იგი 2018 წელს გამოჩნდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 1,7 მილიონი ევრო შეადგინა. გამოცემა transfermarkt-ი ხსენებულ უკანახაზელს 16 მილიონ ევროდ აფასებს. დასავლურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ "ბარსელონას" აღნიშნული ფეხბურთელის დაბრუნება სურს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.