დეიან ლოურენი: "ზენიტში" გადასვლა ახალი გამოწვევაა

დეიან ლოურენი: "ზენიტში" გადასვლა ახალი გამოწვევაა საფეხბურთო კლუბ "ზენიტის" უკანახაზელი დეიან ლოურენი, "ლივერპულიდან" რუსულ კლუბში გადასვლის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს.

”ადვილი არ არის ისეთი დიდი კლუბის დატოვება, როგორიც ”ლივერპულია”. მიუხედავად ამისა მე მივდივარ შესაფერის დროს. საწყენია "ენფილდის" დატოვება, მაგრამ მე შემიძლია თავაწეულმა გავაკეთო ეს. "ლივერპულში" ყველაფერი გავიღე, მნიშვნელოვანი ტიტულები მოვიგე და უპირველეს ყოვლისა, ბრწყინვალე დრო გავატარე. მაგრამ ადამიანს ყოველთვის სურს დაადასტუროს თავისი ქმედუნარიანობა, ამიტომ "ზენიტში" გადასვლას, არა როგორც უკან გადაგმულ ნაბიჯს, არამედ ახალ გამოწვევად მივიჩნევ. მსურს ყველას დავუმტკიცო, რომ ძველებურად შემიძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა. ”- ციტირებს ხსენებული ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა L’Equipe.

დეიან ლოურენი "ზენიტის" რიგებში 2020 წლის 1 აგვისტოს ჩაირიცხა. სატრანსფერო თანხა 12 მილიონი ევრო გახლდათ. 31 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრემიერ ლიგის ექვს შეხვედრაში (ძირითად თერთმეტეულში), გაიტანა ერთი გოლი და მიიღო ერთი ყვითელი ბარათი. მოქმედი კონტრაქტი ძალაშია 2023 წლის ზაფხულამდე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.