РИА Новости: სერგეი კარიაკინი ონლაინ ტურნირებს აკრიტიკებს

РИА Новости: სერგეი კარიაკინი ონლაინ ტურნირებს აკრიტიკებს რუსი დიდოსტატი სერგეი კარიაკინი გამოცემა РИА Новости -სთან საუბრის დროს აღიარებს, რომ ის არ არის ონლაინ ჭადრაკის მოყვარული.

”პანდემიამ ძალიან სერიოზული გავლენა იქონია ჩემს საკონკურსო გრაფიკზე. თუ შარშან სუპერ დაძაბული და გადატვირთული ვიყავი, მუდმივი მოგზაურობით, მივლინებებით, ტურნირებით, სესიებით და ა.შ, წელს არც ერთ სერიოზულ ტურნირში მონაწილეობა არ მიმიღია.

იმედია წლის ბოლო განსხვავებული იქნება. პანდემიის დაწყებიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მონაწილეობა მივიღე ონლაინ ტურნირებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ხსენებული გათამაშებები სრულფასოვნად ვერ ჩაანაცვლებენ კლასიკურ ტურნირებს.

ონლაინ ჭადრაკს თავისი სპეციფიკა აქვს. არსებობს კომპიუტერის მინიშნებების დიდი პრობლემა, ე.წ მოტყუება, როდესაც გეშინია, რომ მატჩის დროს მეტოქემ შეიძლება გამოიყენოს კომპიუტერის ანალიზი და სვლის მითითებით ისარგებლოს.

პრობლემები აქვს ინტერნეტსაც. ან თქვენ, ან თქვენს ოპონენტს, ან სათამაშო პლატფორმას მუდამ ხარვეზები აქვს. შედეგად, აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული არა მხოლოდ ის არის, ვინც უფრო ძლიერად თამაშობს, არამედ ის ვისაც უფრო სწრაფი ინტერნეტი აქვს, ან ვინც უფრო სწრაფად ამოძრავებს მაუსს. ეს არ არის ის ჭადრაკი, რომელსაც ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ ”
- ციტირებს რია ნოვოსტი სერგეი კარიაკინის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.