ლიონელ მესი შესაძლოა «ბარსელონაში» ერთი სეზონი დარჩეს

ლიონელ მესი შესაძლოა «ბარსელონაში» ერთი სეზონი დარჩეს Deportes Cuatro-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 33-წლის არგენტინელი ფორვარდის მამა და კატალონიის ბარსელონას პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს, შეხვედრამ კარგად ჩაიარა.

Deportes Cuatro ცნობით ლიონელ მესის მამამ დაადასტურა ფაქტი, რომ 33-წლის შემტევი კატალონიის ბარსელონაში კიდევ ერთი სეზონით დარჩენის შესაძლებლობას განიხილავს. ხორხემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ კატალონიური კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრამ საკმაოდ კარგად ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ კატალონიის ბარსელონას დატოვების სურვილი ღიად გამოხატა. არგენტინელი ფორვარდის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც მესის ყოველი სეზონის ბოლოს უსასყიდლოდ შეუძლია გუნდის დატოვება.


პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 33-წლის არგენტინელის შეძენის მთავარი პრეტედენტი მანჩესტერ სიტია.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.