რუმენიგე: ეს ჩემი ოცნებაა

"ჩემი აზრით, მილანის "ინტერი" შესანიშნავად თამაშობს ევროპის ლიგის ტურნირზე. ამ გუნდმა, მეოთხედფინალურ შეხვედრაში სრულიად დამსახურებულად დაამარცხა ლევერკუზენის "ბაიერი". ძალიან მომეწონა მათი თამაში. მხოლოდ "ვარსკვლავი ფეხბურთელების" მოზიდვა საკმარისი არ არის, აუცილებელია კარგი ფეხბურთის დემონსტრირება. ჩემი ოცნებაა მოიგოს მიუნხენის "ბაიერნმა" უეფას ჩემპიონთა ლიგა, მილანის "ინტერმა" კი ევროპის ლიგა."
"რაც შეეხება "ბარსელონასთან" მიღწეულ გამარჯვება, როდესაც მატჩის შემდგომ გასახდელში შევედი, ველოდებოდი, რომ ამ ბრწყინვალე გამარჯვებასთან დაკავშირებით, ფეხბურთელების ზეიმი დამხვდებოდა . თუმცა არა, მოთამაშეები მშვიდად იყვნენ, მათ ეტყობოდათ კონცენტრაცია მომავალი მატჩისათვის. ეს ფეხბურთელები მართლაც სერიოზულად არიან განწყობილები. რაც ძალიან მომეწონა."-ციტირებს გამოცემა Sky Sport Italia "ბავარიელთა" ხელმძრვანელის სიტყვებს.