Crash.net: ვალტერ ბოთასი ლუის ჰამილტონის შესახებ საუბრობს

”საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლუისი სტაბილურობით გამოირჩევა და შეცდომებსაც პრაქტიკულად არ უშვებს. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. კვალიფიკაციაზე ის ჩემზე წინ დგას. ეს მარცხი, სიმართლე გითხრათ, აღმაშფოთებს. მიუხედავად ამისა, ვცდილობ ბრძოლა განვაგრძო. ეს პაექრობა მიზიდავს კიდეც. ასე რომ, მოუთმენლად ველი შემდეგ საკვალიფიკაციო სესიას"
"ვგრძნობ, რომ ჩემი რბოლა ამ წელს უკეთესი იყო, ვიდრე ნებისმიერ სხვა სეზონში. ეს დადებითი მომენტია. უქმეებზე დიდი სისწრაფით გამოვირჩევი და შემიძლია ბოლომდე ვიბრძოლო. ახლა მთავარია, საკვალიფიკაციო ეტაპზე უკეთ გამოსვლა ვცადო და სტაბილურობა მეტად შევინარჩუნო.” - ციტირებს გამოცემა Crash.net ბოთასის სიტყვებს.