ფოლანდი: ჩემთვის დიდი პატივია ამ კლუბში ასპარეზობა

”მადლობა მინდა გადავუხადო "მონაკოს" ხელმძღვანელობას, ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. სასიამოვნოა, მდიდარი ისტორიის და დიდი ამბიციების მქონე კლუბში მოსვლა. გუნდის პირველ მატჩებს ყურადღებით ვაკვირდებოდი. მოუთმენლად ველი, ახალ პარტნიორებთან მისვლას და გუნდის სასიკეთოდ მუშაობის დაწყებას." - ციტირებს ფოლანდის სიტყვებს "მონაკოს" პრესს-სამსახური.
შეგახსენებთ, 28 წლის გერმანელმა შემტევმა "მონაკოსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მანამდე იგი ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავდა. ფრანგულ კლუბს ზემოხსენებული ტრანსფერი დაახლოებით 15,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
"მონაკო" მოპოვებული ოთხი ქულით, საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილში მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. შემდეგი მატჩი 13 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.ამ დღეს "მონაკო", "ნანტს" დაუპირისპირდება.