«ჰიუსტონი» NBA-ს 1/4 ფინალში გავიდა

«ჰიუსტონი» NBA-ს 1/4 ფინალში გავიდა NBA-ს პლეი-ოფის 1/8 ფინალური ეტაპის მეშვიდე მატჩი გამართეს «ჰიუსტონმა» და «ოკლაჰომამ». როკეტსმა დაძაბულ ბრძოლაში 104:102 გაიმარჯვა და 1/4 ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

1/4 ფინალში «ჰიუსტონის» მეტოქე ლოს ანჯელეს ლეიკერსი იქნება. შეხვედრა 5 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

«ჰიუსტონის» რიგებში ყველაზე შედეგიანი კოვინგტონი აღმოჩნდა. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 21 ქულა, 10 მოხსნა და 2 ასისტია. «ოკლაჰომას» რიგებში თავის გამოჩენა კანადელმა დორტმა შეძლო, ამ უკანასკნელის მონაგარი 30 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტია.

NBA პლეი-ოფი
1/8 ფინალური ეტაპი

მეშვიდე მატჩი

«ჰიუსტონი» — «ოკლაჰომა» — 104:102 (29:30, 32:29, 24:21, 19:22)

სერიის ანგარიში: 4-3

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ