«მაიამიმ» «მილუოკი» მეორედ დაამარცხა

«მაიამიმ» «მილუოკი» მეორედ დაამარცხა NBA-ს პლეი-ოფის 1/4 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართეს «მაიამიმ» და «მილუოკიმ». დაძაბულ ბრძოლაში «ჰითსმა» ანგარიშით 114:116 გაიმარჯვა და სერიაში 2:0 ანგარიშით დაწინაურდა.

«მაიამის» რიგებში ყველაზე შედეგიანი სლოვენიელი გორან დგარიჩი აღმოჩნდა. კალათბურთელის ანგარიშზე 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტია. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი «მილუოკის» რიგებში მოთამაშე ანტეტოკუნმპო გახდა. ბერძენის მონაგარი 29 ქულა, 14 მოხსნა და 3 ასისტია.

მაიამი ჰითი - მილუოკი ბაქსის მორიგი შეხვედრა 6 სექტემბერს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

NBA პლეი-ოფი
1/4 ფინალი

მეორე მატჩი

«მილუოკი» — «მაიამი» -114:116 (29:38, 31:28, 26:24, 28:26)

სერიის ანგარიში: 0-2.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.