ბეილი: "რეალი" სიტუაციას ართულებს

ბეილი: "რეალი" სიტუაციას ართულებს მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი გარეთ ბეილი, გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სამეფო კლუბის დატოვების მცდელობა მრავალჯერ ჰქონია, თუმცა მის ტრანსფერს ესპანური გრანდი, გამუდმებით ბლოკავდა.

"თუ იქნება შესაბამისი ვარიანტები [ინტერესი ინგლისური კლუბების მხრიდან], მაშინ მე აუცილებლად მივაქცევ მათ ყურადღებას. ვნახოთ რა მოხდება. ამ სატრანსფერო ფანჯარაში ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მადრიდის "რეალის" ხელშია. გასულ წელს წასვლას ვცდილობდი, მაგრამ "რეალი" ბოლო წამს ყველა ვარიანტს ბლოკავდა. შემეძლო ისეთ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც მხიბლავდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა."

"იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც წასვლას ვცდილობდი, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე ბლოკავდა ტრანსფერს და წასვლის საშუალებას არ მაძლევდა. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ფეხბურთის თამაში მსურს, ახლაც მოტივირებული ვარ, თუმცა როგორც აღვნიშნე ისინი აკონტროლებენ ყველაფერს. მე კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, ისღა დამრჩენია ჩემი საქმე ვაკეთო. იმედს ვიტოვებ, რაიმე შეიცვლება. ჯერ მხოლოდ 31 წლის ვარ და ახლაც შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები. ვგრძნობ, რომ კიდევ ბევრი რამ შემიძლია. ვნახოთ რა მოხდება. სიმართლე გითხრათ, კლუბი ყველაფერს ართულებს"
- აღნიშნავდა გარეთ ბეილი გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.