«მანჩესტერ იუნაიტედი» «რეალის» მცველის შეძენას ცდილობს

წყაროს ინფორმაციით წითელი ეშმაკები მზად არიან 23-წლის ესპანელს ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგილონის გადაბირებას «სევილიაც» ცდილობს. ესპანური კლუბი მიზნად ისახავს ფეხბურთელი კვლავ არენდის წესით აიყვანოს გამოსყიდვის უფლებით.
სერხიო რეგილონის შეძენის სურვილს «მანჩესტერ იუნაიტედის» გარდა ტოტენჰემი და იუვენტუსიც გამოთქვამენ.
2019/20 წლების სეზონი რეგილონმა «სევილიაში» გაატარა. ფეხბურთელის ანგარიშზე 38 ჩატარებული მატჩი, 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ ესპანურ კლუბში 23-წლის მცველმა ევროპის ლიგის ტიტულის მოპოვებაც შეძლო.
Transfermarkt-ი სერხიო რეგილონის მიმდინარე სატრანსფერო ფასს 25 მილიონ ევროდ აფასებს.