Goal: ჰენდერსონი არსებულ კონკურენციაზე საუბრობს

Goal: ჰენდერსონი არსებულ კონკურენციაზე საუბრობს მანჩესტერ "იუნაიტედის" მეკარე დინ ჰენდერსონი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, დავიდ დე ხეას შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით დე ხეა ბრწყინვალე მეკარეა, რომელსაც ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს, მიუხედავად ამისა ჰენდერსონი კონკურენციისთვის მზაობას ადასტურებს.

"რა თქმა უნდა, დე ხეა ბრწყინვალე კარის დარაჯია. იგი ამას მრავალი წელია რაც დემონსტრირებს, ის უნიკალურია. მეც სწორედ ამისკენ ვიღწვი. ჩემი სურვილია, კლუბში მეც მსგავსი კარიერა მქონდეს. სწორედ ამიტომ წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში საკუთარ თავს არ დავზოგავ, რათა შევძლო და ძირითად თერთმეტეულში საკუთარი ადგილი დავიმკვიდრო." - ციტირებს გამოცემა Goal დინ ჰენდერსონის სიტყვებს.

დინ ჰენდერსონი მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში 2020 წლის 1 აგვისტოს გამოჩნდა. მან "წითელ ეშმაკებთან" 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გამოცემა transfermarkt-ი 23 წლის ფეხბურთელს - 20 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.