Bild: "შალკე" იბიშევიჩს იფორმებს

Bild: "შალკე" იბიშევიჩს იფორმებს ბერლინის "ჰერტას" ყოფილი თავდამსხმელი ვედად იბიშევიჩი, უახლოეს პერიოდში გელზენკირხენის "შალკე 04"-ის რიგებში ჩაირიცხება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ზემოხსენებული ფეხბურთელი "შალკეს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

36 წლის ბოსნიელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებამდე რამდენიმე ფორმალური ეტაპია დარჩენილი. ცნობილია, რომ იბიშევიჩი "შალკეს" შემადგენლობაში 11 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ხსენებულმა ფეხბურთელმა 2019/2020 წლის სეზონი "ჰერტას" რიგებში დაჰყო. ამ გუნდის მაისურით მან 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 9 გატანილი გოლით და 4 შედეგიანი გადაცემით. სეზონის დასრულების შემდეგ იბიშევიჩს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭა. გამოცემა Transfermarkt აღნიშნულ მოიერიშეს 1,2 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.