კრის პოლი «ოკლაჰომას» მარცხზე საუბრობს

«მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს დონეს ვამტკიცებდით. ბევრს ეჭვი ეპარებოდა ჩვენსი, თუმცა წინსვლას განვაგრძობდით. სერიასთან მიმართებაში ვინმეს მოსაზრებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. თითოეულ შეხვედრაში გამარჯვების იმედი გვქონდა. სწორედ ასე მოქმედებდა ჩვენი გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში. ახლა საკმაოდ მძიმე მომენტია», — პოლის სიტყვებს ციტირებს Clutch Point.
«ოკლაჰომის» გამთამაშებელმა კრის პოლმა «ჰიუსტონთან» შეხვედრაში ტრიპლ-დაბლის შესრულება მოახერხა.
Another milestone for CP3 pic.twitter.com/x4b6MB1oHq
— Bleacher Report (@BleacherReport) September 3, 2020
პოლის ანგარიშზე 19 ქულა, 11 ართმევა და 12 ასისტია. ლიგის ისტორიაში, ამერიკელი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ტრიპლ-დაბლის შესრულება შეძლო (35 წელი და 119 დღე). წინა რეკორდი «ლეიკერსის» ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა (31 წელი და 172 დღე)