BT Sport : გვარდიოლა "ლიონთან" განცდილ მარცხზე საუბრობს

BT Sport : გვარდიოლა "ლიონთან" განცდილ მარცხზე საუბრობს მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, "ლიონთან" განცდილ მარცხს ეხმიანება. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გვარდიოლა აღნიშნავს, რომ მისი გუნდი გუშინდელ ორთაბრძოლაში არასაკმარისად კარგი იყო, რამაც შედეგზე შესაბამისი ასახვა ჰპოვა.

"მეორე ტაიმი ნორმალურად ვითამაშეთ, მქონდა განცდა, რომ უკეთესები ვიყავით, თუმცა ამ ტურნირზე იდეალური გამოსვლაა საჭირო, ამ კომპონენტს კი ვერ ვაკმაყოფილებდით. ერთხელაც მოვა დრო და გადავლახავთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ბარიერს. მანჩესტერ "სიტი", ბოლო რამდენიმე წელია, რაც ამას იმსახურებს."

"იყო თუ არა დარღვევა "ლიონის" მიერ მეორე გატანილი გოლის დროს? არ მსურს ამაზე საუბარი. ეს დაემსგავსება იმას, თითქოს თავს ვიმართლებ. ჩვენ ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. საჯარიმო ზონაში, საკვანძო მომენტების დროს შეცდომებს ვუშვებდით. "სიტი" მთელი ძალებით ცდილობდა თავისუფალი ზონების პოვნას. ამ დროს ანგარიში უნდა გაათანაბრო, რათა მიიღო გარკვეული დრო, ამის ნაცვლად კი ჩვენ მესამე გოლი მივიღეთ და ყველაფერი დასრულდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტი მომენტი შევქმენით და კარებშიც უფრო მეტჯერ დავარტყით. გაწბილებულები ვართ, ახლა შვებულებაში გავდივართ. ამის შემდეგ კი როდესაც ფეხბურთელები კლუბს დაუბრუნდებიან, მათთან სათანადო საუბარი და მათი გამხნევებაა საჭირო."-ციტირებს BT Sport პეპ გვარდიოლას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.