სულშერი დონი ვან დე ბეკის ტრანსფერს გამოეხმაურა

"დონის აქვს ყველა საფეხბურთო მახასიათებელი იმისათვის, რომ ამ გუნდის რიგებში იყოს წარმოდგენილი. მას აქვს ნამდვილი ხასიათი, ეს მას დაეხმარება "მანჩესტერის" რიგებში წარმატებას მიაღწიოს. მისი მოედნის ხედვა, მასზე გადაადგილება, ის თუ როგორ კითხულობს იგი თამაშს... ჩვენს გუნდს აუცილებლად გააძლიერებს. მას ეს ტრანსფერი კიდევ უფრო ნიჭიერს გახდის. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების რიგებში და ევროპაში, იგი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაშობდა. მასთან მუშაობის დაწყებას სულმოუთმენლად ველი."-აცხადებდა ნორვეგიელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, მანჩესტერ "იუნაიტედმა" ხსენებული ფეხბურთელი 5 წლიანი ვადით გაიფორმა. კონტრაქტი ითვალისწინებს ხელშეკრულების გახანგრძლივების ოფციასაც. აღნიშნული გარიგება "წითელ ეშმაკებს" 45 მილიონი ევრო დაუჯდათ.