Calcio 24: ტონალი "მილანს" უახლოვდება

"ვიცი, რომ ბეპე მაროტას, მართლაც სურდა ტონალის გაფორმება. იგი მას ძალიან აფასებს. ვფიქრობ სანდროს აგენტმა "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია. იყო განცდა, რომ ეს ფეხბურთელი "ინტერში" გადავიდოდა, თუმცა დრო გადიოდა, სეზონი მოგვიახლოვდა და არაფერიც არ მოხდა. როდესაც საქმეში "მილანი" ჩაერთო, ტონალის უკვე არანაირი ვარიანტი აღარ აინტერესებდა. დიახ, მეც კარგი ურთიერთობა მაქვს მილანთან და უშუალოდ პაულო მალდინისთან."
"სანდრო ტონალით ინტერესდებოდა კატალონიის "ბარსელონა" და მანჩესტერ "იუნაიტედი", თუმცა თავად ფეხბურთელი "მილანს" აღმერთებს და უბრალოდ გაგიჟდა, როდესაც გაიგო, რომ ეს კლუბი მის აყვანას ცდილობდა. ის "მილანის" გულშემატკივარია. იანვრის თვეში "ბარსელონამ" 65 მილიონი ევრო შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ არ მივიღეთ ეს წინადადება, ცოტა მოგვიანებით მანჩესტერ იუნაიტედმა 10 მილიონით მეტი შემოგვთავაზა, ვიდრე მილანმა " - ციტირებს მასიმო ჩელინოს სიტყვებს გამოცემა Calcio 24.