«იუვენტუსი» «ბარსელონას» ბონუსს სთავაზობს

ტვიტერის საკუთარ გვერდზე დი მარციო წერს, რომ იტალიურმა გრანდმა კატალონიელებს ლუის სუარესთან ვადაზე ადრე ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ ფინანსური ბონუსი შესთავაზა.
#Juventus, capitolo #Suarez: al #Barcellona potrebbe andare indennizzo sotto forma di bonushttps://t.co/yanxa3dUnv
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) September 2, 2020
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის სუარესზე გათვლას არ აკეთებს. ურუგვაელს მოქმედი კონტრაქტი ბარსელონასთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.
transfermarkt-ის ინფორმაციით 33 წლის ფორვარდის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 28 მილიონ ევროს შეადგენს.
რამდენიმე სპორტული პორტალი იტყობინებოდა, რომ ლუის სუარესით დაინტერესებული «აიაქსიც» იყო, ჰოლანდიელები ურუგვაელ ფეხბურთელს წლიურ 3 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
2019/20 წლების სეზონში 33-წლის შემტევმა ბარსელონას მაისურით ჯამში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ლუის სუარესის ანგარიშზე 21 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაა.