FCB: კოუტინიო "ბაიერნს" ემშვიდობება

"გულმხურვალე მადლობას ვუხდით ფილიპე კოუტინიოს. საკუთარი ქრეატიულობის და ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით, მან ჩვენი თამაში მნიშვნელოვნად გააძლიერა. სეზონში, რომელშიც ტრებლი მოვიპოვეთ. ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს. სამწუხაროდ ტრავმების და ოპერაციების გამო იგი ხშირად ვერ ეხმარებოდა გუნდს, თუმცა "ბაიერნის" წარმატებაში შეტანილი წვლილით იგი უნდა ამაყობდეს, განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებს. წარმატებები ფილიპე!"-აცხადებდა კარლ-ჰაინც რუმენიგე.
ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა - ჰასან სალიჰამიჯიჩმაც -"მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნისა" და ფილიპე კოუტინიოს გზები, სულ რაღაც ერთწლიანი თანამშრომლობის შემდეგ იყოფა, მან ბრწყინვალედ შეძლო ეჩვენებინა, თუ რაოდენ დიდებული ფეხბურთელია."-დასძინა სალიჰამიჯიჩმა.