არტურ რამოსი: უბედნიერესი ვარ

არტურ რამოსი: უბედნიერესი ვარ ტურინის "იუვენტუსის" 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი არტურ რამოსი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიღებულ შთაბეჭდილებებზე მოგვითხრობს.

"ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ოჯახს და განსაკუთრებით "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ მათ საკუთარ რიგებში მომიწვიეს. სოციალურ ქსელში უამრავი გულშემატკივარი მწერს, რაც ძალიან მახარებს. მოცემულ მომენტში არ შემიძლია იმის თქმა, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, თუმცა ამ ყველაფერთან ძალიან ახლოს ვარ. ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ჩემპიონებთან ერთად და განსაკუთრებით რონალდოსთან ერთად ვითამაშო, ეს ნამდვილი ოცნება იყო."

"ანდრეა პირლოსთან, ტაქტიკაზე და ჩემს სათამაშო პოზიციაზე ჯერჯერობით არ მისაუბრია. მრავალ ამპლუაში შემიძლია თამაში, ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკებთ. ყველას, ვისაც კი სპორტის ეს სახეობა უყვარს, იცის მთავარი მწვრთნელის შესახებ, ის თუ როგორი ფეხბურთელი იყო იგი. ვიცი რომ ბევრი რამის სწავლა მომიწევს, თუმცა ეს დიდი პატივია."

"სატრანსფერო თანხა? არ მსურს ამ თემაზე საუბარი. ვფიქრობ "იუვენტუსმა" ჩემში დიდი რესურსი ჩადო, რაც დამატებითი პასუხისმგებლობაა და ენთუზიაზმით ვეცდები ჩემი ვალდებულებები პირნათლად შევასრულო."-ციტირებს ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი, არტურ რამოსის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ