დონი ვან დე ბეკი: ძალიან ბედნიერი ვარ

დონი ვან დე ბეკი: ძალიან ბედნიერი ვარ მანჩესტერ "იუნაიტედის" ახალწვეული დონი ვან დე ბეკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ ემოციებზე და განცდებზე საუბრობს. შეგახსენებთ, მანჩესტერ "იუნაიტედმა" 23 წლის ფეხბურთელი 2 სექტემბერს გაიფორმა. ჰოლანდიელი ნახევარმცველი ხსენებულ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.

"შეუძლებელია ენით აღვწერო, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ისტორიის მქონე კლუბს უერთდები. მსურს "აიაქსის" წარმომადგენლებს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხდო. მე იქ გავიზარდე და ამ კლუბთან მუდამ განსაკუთრებული დამოკიდებულება მექნება. ახლა მზად ვარ, საკუთარ კარიერაში შემდეგი დიდი ნაბიჯი გადავდგა და უმაღლეს დონეზე ვიასპარეზო. არ არსებობს მანჩესტერ "იუნაიტედზე" უფრო მაღალი სტანდარტი."

"ყველა იმაზე საუბრობს, თუ რა საუცხოო ატმოსფერო სუფევს "ოლდ ტრაფორდზე". სულმოუთმენლად ველი ამ ემოციის გამოცდას, მას შემდეგ რაც არენას ერთგული გულშემატკივარი უსაფრთხოდ დაუბრუნდება. ამ გუნდში მსოფლიო კლასის ნახევარმცველები ასპარეზობენ და ვიცი, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია."
- ციტირებს "წითელი ეშმაკების" ოფიციალური ვებ-გვერდი, დონი ვან დე ბეკის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.