მათეუსი: გვარდიოლას ეგოცენტრიზმი ახასიათებს

მათეუსი: გვარდიოლას ეგოცენტრიზმი ახასიათებს გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული ლოთარ მათეუსი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით პეპი უდიდესი სპეციალისტია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეგოცენტრიზმს ავლენს, რაც გუნდისთვის დამღუპველია.

"ჩემი აზრით, გვარდიოლა დიდ მატჩებში, მუდმივად ცდილობს რაღაც ორიგინალური შემოგვთავაზოს. "ბარსელონას" ჰქონდა საკუთარი დნმ, სისტემა რომელიც მან შექმნა, იქ პეპმა წარმატებას მიაღწია. მიუნხენის "ბაიერნში", ისევე როგორც მანჩესტერ "სიტის" რიგებში, გვარდიოლამ არსებულის შეცვლა გადაწყვიტა, ეს კი წარმუტებელი აღმოჩნდა. მას მუდამ ჰქონდა სურვილი, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ კიდევ უფრო უკეთ შეუძლია. აი რა რჩევას მივცემდი :"პეპ შენ ბრწყინვალე სპეციალისტი ხარ, მაგრამ გთხოვ საკუთარი სისტემა შეინარჩუნე."

"მას ეგოცენტრიზმი ახასიათებს. დიახ ეს ხმამაღალი განცხადებაა, თუმცა ბოლომდე გამოხატავს იმას, რაც მან გააკეთა. ერთხელ მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობის დროს, ლევანდოვსკი მარცხენა ფლანგზე გაამწესა. მაშინ, ამ გეგმამ არ გაამართლა და სრულიად ჩავარდა."
- ციტირებს გამოცემა Sport Bild ლოთარ მათეუსის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.