La Gazzetta dello Sport: კანავარო რონალდოს შესახებ საუბრობს

"თუ გუნდს მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ჰყავს, რა თქმა უნდა, ფსონს მასზე უნდა ჩამოდიოდეს. ამასთან აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი ასაკიც. როგორი ძლიერი მოთამაშეც არ უნდა იყოს, იგი 35 წლისაა. როდესაც მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ვთამაშობდი, ბერნდ შუსტერი ხანდახან განაცხადს მიღმა მტოვებდა. ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ იგი არ მენდობოდა. ასე სულაც არ იყო. უკეთესი იქნება, რონალდომ უმაღლეს დონეზე 40 მატჩი ჩაატაროს, ვიდრე 50 შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა და საშუალო დონეზე წარმოჩინდეს."-ციტირებს ფაბიო კანავაროს სიტყვებს გამოცემა La Gazzetta dello Sport.
კრიშტიანუ რონალდუ ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში 2018 წელს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვალისწინებული. ასაკის მიუხედავად, პორტუგალიელი შემტევი ჩინებულ ფორმას ინარჩუნებს და ევროპის მასშტაბით, კვლავაც ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად გვევლინება.