ივან რაკიტიჩი კატალონიის ბარსელონას ემშვიდობება

ივან რაკიტიჩი კატალონიის ბარსელონას ემშვიდობება კატალონიის «ბარსელონას» ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ესპანურ გრანდს ტოვებს და კარიერას «სევილიაში» გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელი ტვიტერის პოსტით კულეებს ემშვიდობება.

ბარსელონაში ექვსი წლის წინ მოვედი. ჩემს კარიერაში ამ დიდებულ გვერდს ახლა გადავფურცლავ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ბარსელონას ფერების მაისურით ასპარეზობა. მინდა უკლებლივ ყველას მადლობა ვუთხრა. ოჯახს, თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, პერსონალს, გულშემატკივრებს. მალე შევდვებით», - წერს ივან რაკიტიჩი ტვიტერზე.


შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი კატალონიელების ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ივან რაკიტიჩის ანგარიშზე 35 გოლი, 42 შედეგიანი გადაცემა და ჯამში 310 ჩატარებული შეხვედრაა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.