რუდი გარსია: ვამაყობ ჩემი მებრძოლებით

რუდი გარსია: ვამაყობ ჩემი მებრძოლებით საფეხბურთო კლუბ "ლიონის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მანჩესტერ "სიტისთან" გამართული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, გუნდმა ბოლომდე შეინარჩუნა საკუთარი თავის რწმენა, რამაც კონკრეტული შედეგი გამოიღო.

"ვამაყობ ჩემი მებრძოლებით. ჩვენ გვწამდა საკუთარი თავის. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ამ ორთაბრძოლაში ფავორიტები არ ვიყავით, ჩვენ ვეთამაშებოდით დიდებულ გუნდს. მიუხედავად ამისა, ნახევარფინალში გასვლა მაინც შევძელით. გავიტანეთ სამი გოლი და მივიღეთ მხოლოდ ერთი. ეს დაკავშირებულია გუნდურ სულთან. თუ მსგავს განწყობას შევინარჩუნებთ, მაშინ შევძლებთ მიუნხენის "ბაიერნს" საპირწონედ რაიმე დავუპირისპიროთ."

"დემბელესათვის არასასიამოვნო იყო, როდესაც ძირითად თერთმეტეულში ვერ მოხვდა. მაგრამ მე ვუთხარი, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებოდა. გვარდიოლასგან ყველაფერს უნდა მოელოდე, თუმცა ტაქტიკური ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ. ჩვენი სისტემა ბრწყინვალედ გამოვიყენეთ. "ლიონი" ჰიბრიდულ სქემას დაუბრუნდა. ეს კი იმისთვის განხორციელდა, რომ დე ბრუინი დაგვეკეტა."-ციტირებს გამოცემა RMC Sport რუდი გარსიას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.