პაოლო მალდინი: «მილანის მიზანი ჩემპიონობაა»

პაოლო მალდინი: «მილანის მიზანი ჩემპიონობაა» ცნობილ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ gianlucadimarzio-თან მიცემულ ინტერვიუში «მილანის» ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი 2020/21 წლების სეზონზე საუბრობს. იტალიელი ლეგენდის თქმით როსონერის მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს.

პაოლო მალდინი, ასევე მიიჩნევს, რომ წითელ-შავებმა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის უნდა იბრძოლონ.

მილანის მიზანი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ის ჩემპიონობა უნდა იყოს. სატურნირო ცხრილში სიტუაციის გასაუმჯობესებლად მონდომება არ უნდა დავიშუროთ. ორი წლის წინ მეხუთე ადგილზე გავედით, გასულ სეზონში კი მეექვსეზე».

ამ სეზონში ოთხეულში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ, რადგან ამით ბევრი რამის შეცვლას შევძლებდით. ეს იმედია, თუმცა ჯერ არ გამოცხადებული მიზანი», - პაოლო მალდინის სიტყვებს ციტირებს gianlucadimarzio.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.