სებასტიან ფეტელი: «ნაწყენი არ ვარ»

სებასტიან ფეტელი: «ნაწყენი არ ვარ» Motorsport-თან მიცემულ ინტერვიუში ფერარის პილოტი სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ იტალიურ გუნდში გადასვლას არ ნანობს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სეზონის შემდეგ ფეტელი კოლექტივს დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

ნოსტალგიური პიროვნება არ ვარ, ვცდილობ წინ გავიხედო. სურვილი მქონდა ფერარის შემადგენლობაში მეტი წარმატებისთვის მიმეღწია, თუმცა სვლა უნდა განაგრძო. სეზონის დასრულებამდე ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ».

როგორც მოგახსენეთ ნაწყენი არ ვარ. არც ვნანობ და გუნდშიც ყველა ამ განწყობაზეა. მე ფერარის ფანი ვარ და ყოველთვის ვოცნებობდი ამ გუნდში ასპარეზობაზე. მიხარია, რომ ოცნება ავიხდინე. რაც არ უნდა მელოდეს, ახლა მხოლოდ მომავალს შევყურებ», - ფეტელის სიტყვებს ციტირებს Motorsport.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.