ერიკ გარსია: ამ თემაზე არ ვსაუბრობთ

"კლუბში ამ საკითხის თაობაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა ყოველ ფეხბურთელს ენდომებოდა მესის ნახვა საკუთარ გუნდში. ეს არის საკითხი, რომელსაც წყვეტენ კლუბები და არა ფეხბურთელები. არ მსურს ამ ეტაპზე საუბარი, იმის შესახებ თუ როგორი შენაძენი იქნებოდა ეს მოთამაშე მანჩესტერ "სიტისათვის", რადგანაც მესი ჯერჯერობით "ბარსელონას" ფეხბურთელია."-ციტირებს გამოცემა Goal ერიკ გარსიას სიტყვებს.
ლიონელ მესის "ბარსელონას" რიგების დატოვება სურს და იგი წინასასეზონო მომზადებას გუნდთან ერთად აღარ გადის. თავად "ბარსელონაში" კი იმედს იტოვებენ, რომ არგენტინელი შემტევი საკუთარ გადაწყვეტილებას შეიცვლის და ესპანურ გრანდში დარჩება. კონტრაქტის თანახმად მესის სერიოზული ფინანსური ჯარიმები შეიძლება დაეკისროს (ხელფასის 25%), თუ იგი სისტემატურად გააცდენს ვარჯიშს.