სკირა: "რომას" კრის სმოლინგის შეძენა სურს

სკირა: "რომას" კრის სმოლინგის შეძენა სურს საფეხბურთო კლუბ "რომას", მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველის კრის სმოლინგის შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ფეხბურთელი გასულ სეზონში "რომას" შემადგენლობაში, არენდის წესით ასპარეზობდა. მისი სატრანსფერო უფლებები კი "წითელი ეშმაკების" ხელშია.

წყაროს მტკიცებით, ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. 30 წლის ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბში 3 წლის განმავლობაში დარჩება. გასამრჯელოს სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს. სახელდება სატრანსფერო თანხის ოდენობაც და იგი 18-20 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.

კრის სმოლინგი, მანჩესტერ "იუნაიტედს" 2010 წელს შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.