ფრენკი დე იონგი: «ბარსელონაში ქაოსია»

შეგახსენებთ, რომ 33-წლის არგენტინელმა უკვე ამცნო ბარსელონას ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების სურვილის შესახებ. თავის მხრივ კატალონიელები ლიონელ მესის შენარჩუნებას იმედოვნებენ, თუმცა როგორც ჩანს არგენტინელის გადაწყვეტილება საბოლოოა.
პრესაში გავცრელებული ინფორმაციის თანახმად ლიონელ მესისთვის ბრძოლაში «მანჩესტერ სიტი» ფავორიტია.
— ახლა ბარსელონაში გაურკვევლობაა, ბევრი უცნაური რამ ხდება. ნამდვილი ქაოსია. არც მესისთან და არც კლუბის წარმომადგენლებთან არ მისაუბრია. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. თუ მესი წავა ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება კლუბისთვის. სანაკრებო პაუზის შემდეგ, რომ დავბრუნდები კატალონიაში ვნახავ რა მოხდება», - ფრენკი დე იოგნის სიტყვებს ციტირებს NOS.
— ლიონელ მესი ჯერ-ჯერობით გუნდის ჩატშია. ჩვენ არ გვისაუბრია მასთან გუნდიდან წასვლის შესახებ. დარწმუნებული ვარ, არგენტინელს ჰყავს ადამიანი ვისთანაც ამაზე ისაუბრებს».