Sport.es: "ბარსელონამ" ვაინალდუმთან შეთანხმებას მიაღწია

Sport.es: "ბარსელონამ" ვაინალდუმთან შეთანხმებას მიაღწია საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორჯინიო ვაინალდუმი, დიდი ალბათობით საკუთარ კარიერას ესპანეთში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sport.es ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელის მომსახურებით კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.

როგორც სტატიიდან ირკვევა, 29 წლის ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ზემოხსენებული გარიგების განხორციელება კატალონიურ კლუბს 20 მილიონი ევრო დაუჯდება. ამ თანხაში შედის ეგრედ წოდებული ბონუსებიც. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ის 3 წლიანი იქნება. აღნიშნულ სიახლეს წინ უსწრებდა ცნობა, იმის შესახებ რომ "ლივერპულმა" ვაინალდუმთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია. ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე იყო გათვალისწინებული, რის შემდეგადაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსს იძენდა. როგორც Sport.es აღნიშნავს, 29 წლის ნახევარმცველის შეძენა პირადად სურს "ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს - რონალდ კუმანს.

ჯორჯინიო ვაინალდუმი "ლივერპულის" შემადგენლობაში 2016 წლიდან გვევლინება. სხვადასხვა დროს იგი ასპარეზობდა "ნიუკასლის", "პსვ"-ეს და "ფეინოორდის" რიგებში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.