autosport: "რენოს" პილოტი ოპტიმისტურ განწყობაზეა

autosport: "რენოს" პილოტი ოპტიმისტურ განწყობაზეა "რენოს" პილოტი ესტებან ოკონი, ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ ბელგიის გრან-პრიზე დემონსტრირებული ფორმიდან გამომდინარე, მის გუნდს ყველა რესურსი აქვს, კანსტრუქტორთა თასისათვის ბრძოლაში - მესამე პოზიციას დაეუფლოს.

"დიახ, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. წინ 10 რბოლაა დარჩენილი, ასე რომ შეიძლება ითქვას, სეზონი ახლა დაიწყო. წინ გრძელი გზაა და სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ გუნდს ბრძოლა შეუძლია. აუცილებელია სტაბილურობის მიღწევა. ქულების გამომუშავება სტაბილურ რეჟიმში უნდა შევძლოთ. რა თქმა უნდა, არ გვსურს მეორე ბარსელონა მივიღოთ. როდესაც შენ ასეთი მოწინააღმდეგეები გყავს, ქულები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოაგროვო. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ.

რა თქმა უნდა, ბელგიის გრან-პრიზე დემონსტრირებული გუნდის ფორმა, იმედისმომცემია. ის, რომ ჩვენ "რედ ბულს" ვერკინებოდით - უბრალოდ ბრწყინვალეა. კარგად გვესმის, რომ ამის გაკეთება ხშირად გვმართებს. ბოლიდი კიდევ უფრო სწრაფი ხდება, როდესაც გამწევი ძალის დაბალ რეჟიმში ყოფნის დროს, კონფიგურაციებში შესაბამის მანიპულაციებს ვატარებთ. ასე იყო სილვერსტოუნშიც, ახლა ეს მეორდება ბელგიაში. სამწუხაროა, რომ სპაში მეორე რბოლა არ იქნება, თუმცა წინ იტალიის გრან-პრი გველის, სადაც სისწრაფე უნდა გამოვიჩინოთ."
- ციტირებს ინტერნეტ-პორტალი autosport.com ესტებეან ოკონის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.