«დენვერი» NBA-ს 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა

«დენვერი» NBA-ს 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა დასავლეთ კონფერენციის NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩი «დენვერსა» და «იუტას» შრის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. «ნაგეთსმა» «იუტა» მინიმალური სხვაობით ანგარიშით 80:78 დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

NBA-ს ისტორიის განმავლობაში «დენვერი» მეთორმეტე გუნდია, რომელმაც სერიაში დაფიქსირებული 1-3 ანგარიშიდან საბოლოო ჯამში გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა. ბოლოს მსგავსი მიღწევა «კლივლენდს» უფიქსირდება, რომელიც 2015/16 წლების სეზონში სერიაში 1-3 მარცხდებოდა «გოლდენ სტეითთან».

ამრიგად სერიაში ანგარიში 4-3 დაფიქსირდა «დენვერის» სასარგებლოდ.

NBA 1/8 ფინალური ეტაპი

მეშვიდე მატჩი

«დენვერი» — «იუტა» — 80:78 (26:21, 24:15, 15:24, 15:18)

1/4 ფინალურ ეტაპზე «დენვერის» მეტოქე «კლიპერსი» იქნება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.