კევინ დე ბრუინი: ყველაფერი მეორდება

კევინ დე ბრუინი: ყველაფერი მეორდება ბელგიელი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი, რომელიც მანჩესტერ "სიტის" ღირსებას იცავს, გუშინდელ მარცხთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, პორტუგალიის დედაქალქში გამართული შეხვედრა მანჩესტერ "სიტისა" და "ლიონს" შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით ანგარიშით 1:3 დასრულდა.

"მატჩის პირველი ნახევარი, მანჩესტერ "სიტიმ" არასაკმარისად კარგად ჩაატარა. მეორე ტაიმში კარგად ვასპარეზობდით, თამაშში დავბრუნდით. ანგარიშიც გავათანაბრეთ და მომენტებიც გვქონდა. ამ დროს "ლიონი" დიდი წნეხის ქვეში იყო. "სიტი" კი უფრო მეტად უტევდა. 1:2-ზე რაჰიმ სტერლინგს თავის მომენტი რომ გამოეყენებინა, 2:2 გახდებოდა, ამის მაგივრად ჩვენ მესამე გოლი მივიღეთ. "ლიონი" არ ქმნიდა სახიფათო მომენტებს, მაგრამ ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ახლა სხვა დროა, თუმცა "სიტისთვის" ყველაფერი მეორდება."-ციტირებს BT Sport კევინ დე ბრუინის სიტყვებს.

ზემოხსენებული გამარჯვებით "ლიონმა" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფრანგულ გუნდს მეტოქედ მიუნხენის "ბაიერნი" ელის.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.