Get French Football News: "მონაკომ" კევინ ფოლანდი გაიფორმა

კევინ ფოლანდი "ბაიერის" რიგებში 2016 წელს გამოჩნდა. "ჰოფენჰაიმის" შემადგენლობიდან, ხსენებული ფეხბურთელის გადმოყვანა "ფარმაცევტებს" 20 მილიონი ევრო დაუჯდათ. კევინმა ჯამში 115-ჯერ მოირგო "ბაიერის" მაისური. გახდა 45 გატანილი გოლის ავტორი. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ფოლანდს 28 მილიონ ევროდ აფასებს. რაც შეეხება კარიერის მანძილზე მის მონაგარს, იგი ასე გამოიყურება : 309 შეხვედრაში - 94 გატანილი გოლი.
"მონაკოს", მოცემულ მომენტში 4 ქულა აქვს მოგროვებული და საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ მატჩი ფრანგებს 13 სექტემბერს აქვთ ჩანიშნული. ამ დღეს "მონაკო" "ნანტს" დაუპირისპირდება.