ნიკოლო სკირა: ლუის სუარესი "იუვენტუსის" რადარზეა

#Juventus are in advanced talks to sign Luis #Suarez and could potentially get him on a free transfer from #Barça. Ready a contract until 2023 (€10M + add-ons/year). Ajax and Psg are also interested in him, but Juve are pushing. #transfers #FCB
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 2, 2020
33 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ხსენებული შემტევით ასევე ინტერესდება "პარი სენ-ჟერმენი" და ამსტერდამის "აიაქსი", თუმცა მარკ ოვერმარსმა, რომელიც "აიაქსის" სპორტული დირექტორია, სულ რამდენიმე დღის წინ შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა- "ნება მომეცით ასე გამოვხატო ჩემი პოზიცია : იმის შანსი, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენ შემოგვიერთდება, ძალიან დაბალია. ჩემი აზრით ეს პირდაპირი პასუხია. იყო თუ არა მასთან პირდაპირი კონტაქტი? ასეთი რამ იყო, არამხოლოდ მასთან, არამედ "აიაქსის" სხვა, ყოფილ მოთამაშეებთან. ეს ლოგიკურია."-აღნიშნავდა ოვერმარსი გამოცემა Ziggo Sport-თან საუბრის დროს.