The Guardian: "პარი სენ-ჟერმენს" ჰექტორ ბელერინი სურს

ზემოხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით ასევე ინტერესდება ევროპის ორი ტოპ-კლუბი. მიუნხნეს "ბაიერნი" და ტურინის "იუვენტუსი". გერმანიის "რეკორდმაისტერი" ჰექტორ ბელერინს ბენჟამენ პავარის კონკურენტად მოიაზრებს. მოცემულ მომენტში "მეთობეების" პასუხი ბუნდოვანია. "არსენალის" მესვეურები არ არიან ჩამოყალიბებულები, სურთ თუ არა მათ საკუთარი რიგებიდან 25 წლის მცველის გაშვება -აღნიშნავს გამოცემა.
ჰექტორ ბელერინი "არსენალის" შემადგენლობაში 2014 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt ფეხბურთელს 32 მილიონ ევროდ აფასებს.