ზიდანი: კროოსი უდიდესი პროფესიონალია

ზიდანი: კროოსი უდიდესი პროფესიონალია მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ტონი კროოსის შესახებ საუბრობს და ამ უკანასკნელის მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"იგი იმდენად კარგი ფეხბურთელია, თავისუფლად შეუძლია ითამაშოს ექვსიანის, ტიპიური ნახევარმცველის ან თუნდაც 9 ნომერ პოზიციაზე. შენ მას მოედანზე უშვებ, იქ კი იგი თვითონ ქმნის საკუთარ თამაშს. სიმშვიდე - ეს მისი მთავარი მახასიათებელია. მისთვის უცხოა ნერვიულობა, უყვარს გადაცემების შესრულება, ისევე როგორც კარში დარტყმები. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტი, თუ როგორ თამაშობს ეს ფეხბურთელი ორივე ფეხით. შეიძლება იფიქრო, რომ იგი დაბადებიდან მემარცხენეა. ტონი ბევრს არ საუბრობს. იგი ძალიან დინჯი და მშვიდი ბიჭია, მაგრამ შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს, მწვრთნელთან, მენეჯერთან ან კოლეგებთან კომუნიკაციის დროს... მე ბევრ დისკუსიას შევსწრებივარ, რა დროსაც კროოსის სიტყვას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონია."

"ის არ შედის საკაპიტნო ოთხეულში, თუმცა სადღაც სიღრმეში იგი კაპიტანიცაა. მოედანზე ის თანდაყოლილ ავტორიტეტს წარმოაჩენს. მას დაიმახსოვრებენ, როგორც დიდებულ ფეხბურთელს, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს საკუთარ პოზიციაზე. როდესაც "რეალში" მოვედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი კროოსის გაწვრთნის გამო. ეს სიმართელა. როდესაც პენსიაზე გავალ ვიტყვი, რომ ვწვრთნიდი კრიშტიანოს, ბეილს, მოდრიჩს, რამოსს... მაგრამ ასევე აუცილებლად ვიტყვი, რომ ვავარჯიშებდი კროოს. მისი ვარჯიშები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი უდიდესი პროფესიონალია. ის გამორჩეულია." - ციტირებს გამოცემა TyC Sports ზინედინ ზიდანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.