კრისტიან ფალკი: ჰავერცმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

პრესაში გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ "არისტოკრატებმა" გერმანულ კლუბს, ზემოხსენებული გარიგების სანაცვლოდ, 80 მილიონი ევრო შესთავაზეს. როგორც წყარო ამტკიცებს ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება, მანამდე კი მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი.
კაი ჰავერცი "ფარმაცევტების" რიგებში 2016 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლის სეზონში ჰავერცმა ბუნდესლიგის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 12 გატანილი გოლით და 6 შედეგიანი გადაცემით. 2018 წლიდან ხსენებული ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს.
Our Story: @kaihavertz29 made his medical check on sunday in london @BILD_Sport @ChelseaFC
— Christian Falk (@cfbayern) September 1, 2020