NOS: მემფის დეპაი კუმანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

"სამწუხაროა, თუმცა გასაგები. მომხდარი ფაქტის ყველას კარგად ესმის, ვისაც კი რაიმე ამბიცია გააჩნია. ეს იყო მთავარი მწვრთნელის ოცნება. მის ნაბიჯს მოღალატეობრივად არ ვაფასებ."-ციტირებს გამოცემა NOS მემფის დეპაის სიტყვებს.
რამდენიმე დღის წინს, რონალდ კუმანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი - ვირჯილ ვან დეიკი : "ძალიან დამწუხრებულები ვართ, ეროვნული ნაკრებიდან, ასეთი დიდებული მწვრთნელის წასვლის გამო. ეს გულწრფელი გრძნობაა. შეგიძლიათ ამის შესახებ, გუნდის თითოეულ მოთამაშეს ჰკითხოთ, ყოველი მათგანი იგივე პასუხს გაქცემთ. "ბარსელონა" მისთვის დიდი ოცნება იყო. ეს არის კორონავირუსის დრო, რომელსაც უამრავი ფაქტორი ახლავს თან, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ვერ შედგა... როდესაც ასეთი შესაძლებლობა ჩნდება, მე შემიძლია მისი გაგება. მასთან დარჩენაზე საუბარი, არ მიცდია. რა თქმა უნდა, გარკვეული კომუნიკაცი გვქონდა. არავინ მოელოდა, რომ ყველაფერი ასე მალე მოხდებოდა, თუმცა მის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ახლა გზა უნდა გავაგრძელოთ." - აცხადებდა 29 წლის უკანახაზელი.