Goal: უპამეკანო საკუთარ მომავალზე საუბრობს

Goal: უპამეკანო საკუთარ მომავალზე საუბრობს საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" ფრანგი უკანახაზელი დაიო უპამეკანო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ტრანსფერის თაობაზე სხვადასხვა კლუბებთან, შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ლაიპციგთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე. რამდენიმე კლუბს სურდა, რომ საკუთარ შემადგენლობაში ვეხილე. მათთან კომუნკაციაში ვარ და მაქვს დრო ყველაფრის გასააზრებლად. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას."- ციტირებს გამოცემა Goal-ი დაიო უპამეკანოს სიტყვებს.

21 წლის ცენტრალური მცველის მომსახურებით მანჩესტერ "იუნაიტედია" დაინტერესებული. უპამეკანო "ლაიპციგის" რიგებში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "ზალცბურგის" ღირსებას იცავდა. 2019/2020 წლის სეზონში ახალაგზრდა მცველმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა ერთი საგოლე გადაცემის შესრულებით. გამოცემა transfermarkt-ი ზემოხსენებულ ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.