Sport1: "ბაიერნი" ბროზოვიჩს უმიზნებს

"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობასა და "ნერაძურის" მესვეურებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. მიუნხენის "ბაიერნი" 27 წლის ფეხბურთელს, ტიაგო ალკანატარას შემცვლელად მოიაზრებს. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით, საკუთარ საფეხბურთო კარიერას ინგლისში განაგრძობს. მისი მომსახურებით "ლივერპულია" დაინტერესებული.
გამოცემა transfermarkt-ი ხსენებულ ნახევარმცველს 50 მილიონ ევროდ აფასებს. ბროზოვიჩი "ინტერის" შემადგენლობაში 2016 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ცენტრალურ ნახევარმცველს იტალიის ჩემპიონატში სულ 165 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ დროის მანძილზე იგი გამოირჩა 18 გატანილი გოლით და 21 შედეგიანი გადაცემით.