კორნე: ეს შემთხვევითობა არ არის

კორნე: ეს შემთხვევითობა არ არის საფეხბურთო კლუბ "ლიონის" ნახევარმცველი მაქსველ კორნე, მანჩესტერ "სიტისთან" მიღწეული გამარჯვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. შეგახსსენებთ, გუშინდელ ორთაბრძოლაში ფრანგულმა კლუბმა ბრიტანელებს ანგარიშით 3:1 სძლია და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

"როდესაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ორთაბრძოლას ატარებ, ეს ერთი რიგითი მოვლენა არ არის. "სიტისთან" პაექრობაში იღბალმა ჩვენი მხარე დაიჭირა. მთავარია, რომ ქომაგი კარგად დაიმახსოვრებს ამ შეხვედრას, ეს იყო ჩვენი გუნდის მიერ შესანიშნავი გუნდური სამუშაოს დემონსტრირება. ასე შორს შემთხვევით არ გავსულვართ. ტურნირის განახლებამდე გულმოდგინედ ვშრომობდით, რაც დღესაც ნათლად გამოჩნდა. ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა და მხადამხარ ვიბრძოდით, რამაც შედეგი გამოიღო. დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა მოვიგოთ."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი კორნეს სიტყვებს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში "ლიონი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 აგვისტოს არის ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.