ნიკოლო სკირა: ვიდალი "ინტერს" უახლოვდება

წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა. ინტერი ხსენებულ ფეხბურთელს უფასოდ აიყვანს. მილანური კლუბი ჩილელ ნახევარმცველს 2022 წლამდე სთავაზობს კონტრაქტს. წლიური გასამრჯელოს სახით კი 6 მილიონ ევროს ჰპირდება.
არტურო ვიდალი "ბარსელონას" რიგებში 2018 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში გვევლინებოდა. 2019/2020 წლის სეზონში არტურომ 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 8 გატანილი გოლით და მიიღო 6 ყვითელი ბარათი. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი, ვიდალის მომსახურებით არ არის დაინტერესებული.
#Inter are in very advanced talks to sign Arturo #Vidal and could potentially get him on a free transfer from #Barça. His agent (F.Felicevich) is working to finalize the deal. Ready a contract until 2022 (€6M + add-ons/year) with option for another season. #transfers #FCB
— Nicolò Schira (@NicoSchira) August 31, 2020