გრილიში: ღირსეულ ასპარეზობას შევძლებ

გრილიში: ღირსეულ ასპარეზობას შევძლებ საფეხბურთო კლუბ "ასტონ ვილას" ნახევარმცველი ჯეკ გრილიში, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ინგლისის ნაკრების შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, ეს ფეხბურთელი ნაციონალური გუნდის შემადგენლობაში გამოიძახეს.

"ჩემი შესაძლებლობების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო დონეზე ღირსეულ ასპარეზობას შევძლებ. ვფიქრობ, რაც უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელების გვერდით გიწევს თამაში, შენც მით უფრო უკეთესად იწყებ ასპარეზობას."

"თუ თქვენ დააკვირდებით ინგლისის ეროვნული ნკარების შემადგენლობას, აღმოაჩენთ, რომ იგი არამხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, არამედ იგი გამორჩეულია მსოფლიო მასშტაბითაც. მე მითამაშია მათ წინააღმდეგ, როდესაც ვხვდებოდით "ლივერპულს", "ტოტენჰემს" ან მანჩესტერ "სიტის", თუმცა განსაკუთრებული წარმატებები არ მქონია. სულმოუთმენლად ველი მათთან ერთად ვარჯიშის დაწყებას. ახლა შევეცდები გუნდური მოთამაშე გავხდე ისეთი ფეხურთელების მხარდამხარ, როგორებიც არიან : ჰარი კეინი, რახიმ სტერლინგი, ალექსანდრ არნოლდი. მათ შეჩერების ნაცვლად, მათთნ ერთად თამაში უნდა ვისწავლო. ასეთი ფეხბურთელების გვერდზე ყოფნით, კიდევ უფრო კარგი გავხდები"

"რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებდი, რომ გამომიძახებდნენ. 5 წლის წინ როი ჰოჯსონმა თითქმის ასე გადაწყვიტა კიდეც, როდესაც ირლანდიის ნაცვლად, ინგლისის ნაკრებში თამაში ვარჩიე, მაგრამ საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა, რაც უსიამოვნო იყო."-ციტირებს The Sun ჯეკ გრლიშის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.