ნევილი: "იუნაიტედს" ახალი ფეხბურთელები ესაჭიროება

ნევილი: "იუნაიტედს" ახალი ფეხბურთელები ესაჭიროება მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი, გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში "წითელი ეშმაკების" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გუნდს ახალი ფეხბურთელები ესაჭიროება.

"ახლანდელი მანჩესტერ "იუნაიტედი" შეუძლებელია მომავალ საფეხბურთო სეზონში, პრემიერ-ლიგის ტიტულისათვის იბრძოდეს. გუნდს 4-5 ახალი, კარგი ფეხბურთელი ესაჭიროება. ამის შესახებ მრავალი წელია, რაც ვსაუბრობ. ხელმძღვანელობას მოუწევს ფეხბურთელების გაფორმება, რათა კლუბი კონკურენტუნარიანი გახდეს. ეს უნდა იყოს სულშერის მიზანი და მას ამისათვის შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდება."

"გუნდმა აუცლებლად უნდა გაიფორმოს მსოფლიო დონის ცენტრალური მცველი. შესაძლებელია ერთი ნახევარმცველის დამატებაც. ასევე მარჯვენა ვინგერის და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციების შევსება. ყურადსაღებია მარცხენა მცველის პოზიციაც, რადგან ლიუკ შოუ ტრავმების გამო, მრავალ შეხვედრას ტოვებს." - ციტირებს Sky Sports ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.