ნიკოლო სკირა: ლევერკუზენის "ბაიერი" პატრიკ შიკს იფორმებს

ნიკოლო სკირა: ლევერკუზენის "ბაიერი" პატრიკ შიკს იფორმებს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, სოციალური ქსელის მეშვეობით საინტერესო სიახლეს გვამცნობს. საქმე ეხება პატრიკ შიკის ტრანსფერს. წყაროს მტკიცებით, "რომამ" და ლევერკუზენის "ბაიერმა" ხსენებულ გარიგებასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებები დაასრულეს და სულ მალე აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

სატრანსფერო თანხის ოდენობა 26 მილიონი ევრო იქნება. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუს სისტემასაც. კონტრაქტის ვადა 2025 წელს ამოიწურება.

პატრიკ შიკი "რომას" რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლის სეზონში ეს ფეხბურთელი არენდის წესის საფუძველზე, "ლაიპციგის" ღირსებას იცავდა. გასულ წელს მან ბუნდესლიგის 22 შეეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 10 გოლი და განახორციელა 2 შედეგიანი გადაცემა. 2016 წლიდან შიკი, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წევრიც არის.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.