ჰელმუტ მარკო ალექსანდრ ალბონს იცავს

ჰელმუტ მარკო ალექსანდრ ალბონს იცავს ბოლო დროს, ალექსანდრ ალბონის მიმართ კრიტიკა სულ უფრო გახშირდა. «ფორმულა-1»-ის პილოტს ძირითადად ნაჩვენები შედეგების გამო აკრიტიკებენ, რომელიც უნდა ითქვას რომ თანაგუნდელთან შედარებით გაცილებით ცუდია.

ჟურნალისტებისა და საზოგადოების კრიტიკას «რედ ბულის» მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ გასცა პასუხი.

ალბონის კრიტიკოსების არ მესმის. ფერსტაპენის ყოფილ პარტნიორებსაც ჰქონდათ პრობლემები. მაქსი ალექსს შესაძლებლობების ზღვარზე ამუშავებს, თავის მხრივ ალბონიც მაქსიმალურად იხარჯება. ჩვენს გუნდს პილოტების შესანიშნავი წყვილი ჰყავს», — ჰელმუტ მარკოს სიტყვებს ციტირებს GrandPX.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 7 ეტაპის შემდეგ «ფორმულა-1»-ის პირად აქტივში ფერსტაპენი მეორე ადგილს იკავებს, ალბონი კი მეოთხე ადგილზეა და თანაგუნდელს 62 ქულით ჩამორჩება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.