კირილ ნოვიკოვი თბილისის "ლოკომოტივთან" გასამართ შეხვედრას ეხმიანება

კირილ ნოვიკოვი თბილისის "ლოკომოტივთან" გასამართ შეხვედრას ეხმიანება მოსკოვის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კირილ ნოვიკოვი, თბილისის "ლოკომოტივთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის ეგიდით ხსენებული კლუბები ერთმანეთს 17 სექტემბერს შეხვდებიან.

"გასაგებია, რომ ეს გუნდი საგულდაგულოდ არ შეგვისწავლია. უახლოეს დღეებში აუცილებლად ვნახავთ მათ თამაშებს. სწორედ ამიტომ, მოცემულ მომენტში მხოლოდ ზოგადად შემიძლია ვისაუბრო ქართულ ფეხბურთზე : იქ მუდამ იყო წარმოდგენილი მრავალი ტექნიკური ფეხბურთელი, გუნდები კი შემტევი ფეხბურთის თამაშით გამოირჩეოდნენ. ყოველ მეტოქეს პატივისცემით შევცქერით. ამ თამაშისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. ჩვენ ევროთასებზე გვსურს ასპარეზობა, სწორედ ამიტომ თანაბრად კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც შინ ისე გასვლაზე."-აცხადებს დინამოელთა დამრიგებელი.

აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 23 წლის მანძილზე ეს ქართული და რუსული კლუბების პირველი დაპირისპირებაა. ამ ქვეყნების გუნდები ბოლოს 1997 წლის 21 ივნისს - ინტერტოტოს თასზე შეხვდნენ ერთმანეთს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.