Sky Sports: შალკეს ლონდონის "არსენალის" მეკარე სურს

Sky Sports: შალკეს ლონდონის "არსენალის" მეკარე სურს ლონდონის "არსენალის" არგენტინელი კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი, "შალკე 04"-ის ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა ზემოხსენებულ კიპერს, ალექს ნიუბელის შემცვლელად განიხილავს. ეს უკანასკნელი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

2010 წელს მარტინესი ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდში შორეული არგენტინიდან ჩაირიცხა. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2012 წელს შედგა. "მეთოფეებთან" გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 2022 წლამდეა გათვალისწინებული.

27 წლის მეკარემ, გასულ სეზონში 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაუშვა 24 გოლი და მიიღო 2 ყვითელი ბარათი. გამოცემა transfermarkt ფეხბურთელს 8 მილიონ ევროდ აფასებს.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ